ფატიმ ოპერაცია გაიკეთა და ოთხ თვეს გამოტოვებს
ფატიმ ოპერაცია გაიკეთა და ოთხ თვეს გამოტოვებს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანსუ ფატიმ ორშაბათს წარმატებით გადაიტანა მარცხენა ფეხზე მენისკის ოპერაცია.

როგორც კატალონური კლუბის პრესსამსახური იტყობინება, სრული აღდგენისთვის 18 წლის ფეხბურთელს დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ფატიმ მარცხენა მუხლზე მენისკი ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში „ბეტისთან“ მატჩში გაიწყვიტა.

მიმდინარე სეზონში ფატიმ პრიმერას შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი გაიტანა.