ფაშინიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, სომხეთი რუსეთთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებს
ფაშინიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, სომხეთი რუსეთთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებს

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს იმ შემთხვევაში გამოუცხადებს, თუ პრემიერ-მინისტრს თანამდებობას ხალხის კანდიდატი არ დაიკავებს.

ფაშინიანის თქმით, ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, სომხეთი რუსეთთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებს, დარჩება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრად და საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული იქნება, მათ შორის ევროკავშირთან და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან მიმართებაში.