ფარვიზ შაჰბაზოვი - აზერბაიჯანი მუდამ იყო ენერგიის მიმწოდებელი, პირველი გახლდათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, შემდეგ სამხრეთის დერეფანი, რაც დაიწყო თბილისი-ერზერუმის მილსადენით და ახლა მის გაფართოებაზე ვმუშაობთ
ფარვიზ შაჰბაზოვი - აზერბაიჯანი მუდამ იყო ენერგიის მიმწოდებელი, პირველი გახლდათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, შემდეგ სამხრეთის დერეფანი, რაც დაიწყო თბილისი-ერზერუმის მილსადენით და ახლა მის გაფართოებაზე ვმუშაობთ

ახლა გეგმა არის ახალი კასპიური და ევროკავშირის „მწვანე“ ენერგეტიკული დერეფნის მოწყობა, რომელიც „მწვანე“ ენერგიას აზერბაიჯანიდან ევროპაში ჩაიტანს. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა ბაქოს მეათე გლობალურ ფორუმზე განაცხადა.

როგორც ფარვიზ შაჰბაზოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანი მუდამ იყო ენერგიის მიმწოდებელი როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე ევროპისთვის.

„პირველი გახლდათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი, რომლითაც პირველად მიეწოდა ენერგია ევროპას, შემდეგ სამხრეთის დერეფანი, რაც დაიწყო თბილისი-ერზერუმის მილსადენით და ახლა მის გაფართოებაზე ვმუშაობთ. ენერგორესურსების უსაფრთხო და დაცული მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ აზერბაიჯანი მუდამ ახორციელებს ინვესტიციებს, რათა ამ პროექტების რეალიზაცია მოხერხდეს. დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ეს სიტუაცია აისახება ენერგიასა და სატრანსპორტო დერეფნებზეც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ეს ენერგეტიკული დერეფნები გვაძლევს საშუალებას, არა მხოლოდ ენერგორესურსების ტრანსპორტირების, არამედ ეს უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას. ახლა ახალი გეგმა – ეს არის ახალი კასპიური და ევროკავშირის „მწვანე“ ენერგეტიკული დერეფნის მოწყობა, რომელიც „მწვანე“ ენერგიას აზერბაიჯანიდან ევროპაში ჩაიტანს. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, – განაცხადა ფარვიზ შაჰბაზოვმა.