FIE (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია)-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მომდევნო 30 დღის განმავლობაში გასამართი ყველა საერთაშორისო ტურნირი შეაჩერა.
FIE-მ აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაზე „პანდემიის შესახებ“ COVID-19 ვირუსის გავრცელების შესახებ მთელ მსოფლიოში მიიღო.
გადადებულ ტურნირთა შორის ის შეჯიბრებებიცაა, სადაც ქართველი მოფარიკავეების მონაწილეობა იყო დაგეგმილი. გადაიდო ხმალში ვაჟთა შორის უნგრეთის, ქალთა შორის ბელგიის მსოფლიო თასი, ასევე კადეტ და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც აშშ-ში სოლტ ლეიკ სიტიში უნდა ჩატარებულიყო.
შესაბამისად, გახანგრძლივდა ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო პერიოდი, რომელიც მარტის ბოლოს სრულდებოდა.
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია განახლებულ კალენდარს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, გადადებული მსოფლიო თასები მაისში ჩატარდება. კადეტთა და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი, სავარაუდოდ ოლიმპიური თამაშების შემდეგ ჩატარდება.
წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია