ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა
დღეს, 2018 წლის 15 ნოემბერის 18:00 საათზე, დასრულდა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების მიღება.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი, მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მერაბ ბაზაძემ გამოთქვა. პრეზიდენტობის კანდიდატად მერაბ ბაზაძე, თბილისისა და იმერეთის ფარიკაობის ფედერაციებმა წარადგინეს.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 2018 წლის 25 ნოემბერს, 12:00 საათზე, ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში გაიმართება.
სფფ-ს რიგგარეშე ყრილობის მთავარი საკითხი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია.
წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური