მადრიდში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი დასრულდა. დასკვნით დღეს გუნდური შეჯიბრი გაიმართა. საქართველოს ნაკრები, სანდრო და ბექა ბაზაძეების, მიხეილ მარდალეიშვილისა და საბა სულამანიძის შემადგენლობით, მეთერთმეტე ადგილზე გავიდა.
ქართველმა მოფარიკავეებმა ჯერ ბელორუსი მეტოქეები დაამარცხეს 35-45, შემდეგ ირანთან წააგეს ანგარიშით 41-45. მომდევნო მოწინააღმდეგე ეგვიპტე იყო, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა დიდი სხვაობით 45-25 სძლია. 9-11 ადგილებისთვის ბრძოლა ქართველებმა რუმინელებთან დათმეს ანგარიშით 38-45. 11-12 ადგილებისთვის შეხვედრებში კი იაპონია დაამარცხეს – 45-43.
გუნდურ შეჯიბრში სულ 27 ნაკრები მონაწილეობდა. პირველი ადგილი იტალიელმა მოფარიკავეებმა დაიკავეს. ვერცხლის მედლები რუსებმა მოიგეს. მესამე საპრიზო ადგილზე სამხრეთ კორეელები გავიდნენ.