ფარიკაობა | კადეტებს შორის ევროპის თასი გიორგი ურუშაძემ მოიგო #1TVSPORT
ფარიკაობა | კადეტებს შორის ევროპის თასი გიორგი ურუშაძემ მოიგო #1TVSPORT

კადეტებს შორის ხმლით ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირი „ევროპის თასი“ დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს ხმლით მოფარიკავე ვაჟებმა იასპარეზეს. ოქროს მედალი გიორგი ურუშაძემ დაისაკუთრა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

დღესვე, გოგონებს შორის გუნდური ასპარეზობები გაიმართება.

ტურნირი 29 სექტემბერს, გოგონებს შორის ინდივიდუალური და ვაჟებს შორის გუნდური ასპარეზობებით დასრულდება.