ფარიკაობა | 2022 წლის პირველი მსოფლიო თასი კაცთა შორის თბილისში, 14-16 იანვარს ჩატარდება #1TVSPORT
2022 წლის პირველი მსოფლიო თასი ფარიკაობაში კაცთა შორის თბილისში 14-16 იანვარს ჩატარდება, – ამის შესახებ ოფიციალურად დღეს გახდა ცნობილი. აქამდე გადაწყვეტილი იყო, რომ საქართველოს დედაქალაქი ანალოგიურ შეჯიბრს ქალთა შორის 14-16 იანვარს უმასპინძლებდა. ამავე თარიღებში კაცთა მსოფლიო თასის ორგანიზატორი ალჟირი უნდა ყოფილიყო, თუმცა FIE-მ გადაწყვეტილება შეცვალა და როგორც ქალთა, ასევე კაცთა ტურნირის მასპინძლობის უფლება საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას მისცა.
შეგახსენებთ, რომ სეზონში ფარიკაობის სამივე სახეობაში, ხუთ-ხუთი მსოფლიო თასი იმართება. 2022 წელს ხმალში ქალთა მსოფლიო თასი: თბილისში, პლოვდივში, ათენში, სინტ-ნიკლაასში და ტუნისში ჩატარდება, ხოლო კაცთა მსოფლიო თასს: თბილისი, ვარშავა, პადუა, ბუდაპეშტი და მადრიდი უმასპინძლებს.