ფარავნის უღელტეხილსა და ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილსა და ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ90 (ყანობილის ასახვევი) მონაკვეთზე, დაზიანებული და წაქცეულია გარე განათების ელექტროგადამცემი ბოძები. ვერ ხერხდება აღნიშნული მონაკვეთისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბასთუმანი-ყანობილის საავტომობილო გზის გაწმენდა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.