„ფაქტია, ნაბიჯები იდგმება დეკრიმინალიზაციისკენ“
„ფაქტია, ნაბიჯები იდგმება დეკრიმინალიზაციისკენ“

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ლოგიკური გაგრძელება მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებისა და ფაქტია, რომ ნაბიჯები იდგმება დეკრიმინალიზაციისკენ, – ასე აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი მიიჩნევა რომ ახლა ჯერ პარლამენტზეა და საკანონმდებლო ორგანომ დეკრიმინალიზაციის მიმართულებით აქტიური და კარგად გააზრებული ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ერთი მხრივ, აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მეორე მხრივ, კი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იყოს ეფექტური.

„ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ამ სფეროში არ იყოს ორგანიზებული დანაშაული,
განსაკუთრებით გადავდგათ ისეთი ნაბიჯები დეკრიმინალიზაციის მიმართულებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომელიც აღკვეთს იმას, რომ
პოლიცია და სამართალდამცველი სტრუქტურები დღეს არსებულ მახინჯ კანონმდებლობას იყენებდნენ ადამიანების უბრალოდ ციხეში ჩასასმელად”, – ამბობს ჭიაბერაშვილი.