„ფაინენშელ თაიმსი“ - აშშ-მა ივნისში ტაივანის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა, რადგან, სავაჭრო მოლაპარაკებების ფონზე, არ სურდა ჩინეთთან ურთიერთობების გაფუჭება
აშშ-მა ტაივანის თავდაცვის მინისტრის, ველინგტონ კუს ვიზიტი გააუქმა, რადგან სავაჭრო მოლაპარაკებების ფონზე არ სურდა პეკინთან ურთიერთობების გაფუჭება. ამის შესახებ ნათქვამია „ფაინენშელ თაიმსის“ სტატიაში.
როგორც მედია წერს, აღნიშნული მოვლენა ივნისში მოხდა.
სტატიის თანახმად, ველინგტონ კუ გეგმავდა ვაშინგტონის რაიონში ვიზიტს, რათა პენტაგონის რიგით მესამე თანამდებობის პირთან, ელბრიჯ კოლბისთან თავდაცვის საკითხებზე მოლაპარაკებები გაემართა. თუმცა, საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე პირის ცნობით, აშშ-მა შეხვედრა ბოლო წუთს გააუქმა. აშშ-მ ტაივანს განუცხადა, რომ ირანზე თავისი დარტყმების გამო დრო არასწორად იყო შერჩეული.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, რამდენიმე ადამიანმა განაცხადა, რომ სხვა შეშფოთებაც არსებობდა. ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი შეშფოთებული იყო, რომ ტაივანის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის დაშვება ხელს შეუშლიდა აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებს და დააზიანებდა ტრამპის მცდელობებს, უზრუნველყოფილიყო სამიტი პრეზიდენტ სი ძინპინთან.
აშშ და ტაივანი შეხვედრის ახალ თარიღებზე მსჯელობენ. ჩინეთი ტაივანს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.