„ფაინენშალ თაიმსი“ - სი ძინპინმა უგულებელყო ბრიუსელში სამიტზე მიწვევა, რომელიც ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დამყარების 50-ე წლისთავს ეძღვნება
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა უგულებელყო ბრიუსელში სამიტზე მიწვევა, რომელიც ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დამყარების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, პეკინმა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს აცნობა, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი შეხვდება ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს ბრიუსელის სამიტზე და არა – სი ძინპინი.
აღინიშნება, რომ ევროკავშირი-ჩინეთის სამიტები, ტრადიციულად, მონაცვლეობით ტარდება ბრიუსელსა და პეკინში. ჩვეულებრივ, პრემიერ-მინისტრი სტუმრობს სამიტს ბრიუსელში, ხოლო სი ძინპინი – პეკინში, მაგრამ ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ნახევარი საუკუნის აღსანიშნავ სამიტზე ჩინეთის ლიდერის დასწრება სასურველი იქნებოდა.
გამოცემის წყაროების მტკიცებით, ორივე მხარემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.