„ფაინენშალ თაიმსი“ - ნატო-მ შესაძლოა, მისცეს უფლება მფრინავებს, გაუხსნან ცეცხლი რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს დაარღვევენ
„ფაინენშალ თაიმსი“ - ნატო-მ შესაძლოა, მისცეს უფლება მფრინავებს, გაუხსნან ცეცხლი რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს დაარღვევენ

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ნატო-მ შესაძლოა, მფრინავებს, რომლებიც რუსეთის საზღვართან პატრულირებენ, მისცეს უფლება, გაუხსნან ცეცხლი რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ასევე იგეგმება ნატო-ს სადაზვერვო დრონების შეიარაღებით აღჭურვა.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ეს საკითხი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა დააყენეს. მათ მხარი დაუჭირეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დისკუსიებში ასევე ჩაერთო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე სხვა წევრი სახელმწიფოც. რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევებზე რეაგირების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება რუსეთის საზღვართან სამხედრო სწავლებების ჩატარება.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ნატო-ში მიმდინარე დისკუსიების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ოფიციალურად არ დაანონსდეს. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილების თაობაზე მხოლოდ მისი აღსრულების შემდეგ გახდება ცნობილი.