„ფაინენშალ თაიმსი“ - მარკო რუბიომ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გააუქმა, მიზეზად გადატვირთული გრაფიკი დასახელდა
„ფაინენშალ თაიმსი“ - მარკო რუბიომ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გააუქმა, მიზეზად გადატვირთული გრაფიკი დასახელდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრები ბოლო წუთს გააუქმა. ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ე.წ. ბერლინის ფორმატის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მასში ევროპის ქვეყნების, ევროკავშირის, ნატო-ს ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობდნენ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კი დისკუსიებში მონაწილეობის მიღებაზე უარი გრაფიკის შეუსაბამობის გამო განაცხადა.

„სახელმწიფო მდივანი უკრაინის საკითხზე „ბერლინის ფორმატის“ შეხვედრას არ დაესწრება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი შეხვედრა აქვს ერთდროულად დაგეგმილი. მიუნხენში გამართული შეხვედრების უმეტესობაზე ის რუსეთსა და უკრაინაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა აშშ-ის დელეგაციის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.