„ფაინენშალ თაიმსი“ – ევროპაში შიშობენ, რომ ტრამპს სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასვლა სურს

09:38, 29.04.2025
WASHINGTON, DC - JANUARY 30: U.S. President Donald Trump talks to reporters from the Resolute Desk after signing an executive order to appoint the deputy administrator of the Federal Aviation Administration in the Oval Office at the White House on January 30, 2025 in Washington, DC. Trump also signed a memorandum ordering an immediate assessment of aviation safety and ordering an elevation of what he called “competence” over “D.E.I.” (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

ევროპაში შიშობენ, რომ ტრამპს სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასვლა სურს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, ევროპელმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვით, განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ქმნის ისეთ სიტუაციას, რომელშიც საკუთარ თავს აძლევს საბაბს, წავიდეს და პრობლემის გადაჭრა უკრაინელებსა და ევროპელებს დაუტოვოს.

წყარომ ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის უარმა, დათანხმდეს აშშ-ისა და უკრაინის ძირითად მოთხოვნებს, მაგალითად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას ომის დასრულების შემდეგ, ასევე ომის სირთულემ, ტრამპს აიძულა, გადაეფასებინა თავისი ერთგულება სამშვიდობო შეთანხმების მიმართ.

„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა სწორედ ტრამპის მიერ ომის სწრაფად დასრულების სურვილით იყო შექმნილი.

„არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსები, შეიძლება, დათანხმდნენ ამერიკულ გეგმას, მაგრამ არ არსებობს არაფერი, რამაც შეიძლება, უზრუნველყოს ამ გეგმის განხორციელება“, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

როგორც ზოგიერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბარში აღნიშნა, უკრაინაში შიშობენ, რომ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გავა. გამოცემა წერს, რომ ამ ფონზე კიევმა გაზარდა იარაღის შიდა წარმოება და გაააქტიურა მოლაპარაკებები ევროპელ მოკავშირეებთან მომავალი დახმარების შესახებ.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს კვირა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამერიკისთვის, რათა გადაწყვიტოს, გააგრძელოს თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულობა.

მსგავსი