„ფაინენშალ თაიმსი“ - ბაშარ ასადის ნათესავებმა მოსკოვში სულ მცირე 20 ბინა შეიძინეს
„ფაინენშალ თაიმსი“ - ბაშარ ასადის ნათესავებმა მოსკოვში სულ მცირე 20 ბინა შეიძინეს

ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ნათესავებმა მოსკოვში სულ მცირე 20 ბინა შეიძინეს. აპარტამენტების უმეტესობა საცხოვრებელ კომპლექს „მოსკოვი სიტიში“ მდებარეობს. როგორც კორუფციასთან მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალ ვითნესი“ იუწყება, სირიის ლიდერის ნათესავებს რუსეთის დედაქალაქში უძრავი ქონების შესყიდვა 40 მილიონი დოლარი დაუჯდათ.

საუბარია ბაშარ ასადის დედის ძმაზე, რომელიც უძრავ ქონებას 2013 წლიდან ყიდულობდა. 13 ბინა ეკუთვნის ასადის ბიძაშვილ ჰაზიფ მუხლუფას. მოსკოვში ბინები შეიძინეს ასევე ასადის ბიძაშვილების ცოლებმა და სხვა ნათესავებმა.

ასადის ყველა ბიძაშვილის წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვში უძრავ ქონებას ფლობენ, საერთაშორისო სანქციებია დაწესებული.

როგორც „გლობალ ვითნესის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, ბინების შესაძენად ოფშორული კომპანიები იყო გამოყენებული.

დატოვე კომენტარი