„ფაინენშალ თაიმსი“ – აშშ უკრაინას იარაღით მომარაგების სისტემის შეჩერებით ემუქრება, რათა კიევი აიძულოს, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები
აშშ უკრაინას იარაღით მომარაგების სისტემის შეჩერებით ემუქრება, რათა კიევი აიძულოს, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ უკრაინას ემუქრება სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეწყვეტითა და პრიორიტეტული საჭიროებების სიის მექანიზმის შეჩერებიით.
„ისინი კიევში რეკავენ, ისინი ყველას ურეკავენ (ევროპაში)“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც, გამოცემის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი დაუკავშირდა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ჯერჯერობით შეთანხმების დეტალებს ელოდება.