„ფაინენშალ თაიმსი“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს, ევროპაში ტრამპის მოძრაობასთან დაკავშირებული საქველმოქმედო ორგანიზაციები და ანალიტიკური ცენტრები დააფინანსოს
„ფაინენშალ თაიმსი“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს, ევროპაში ტრამპის მოძრაობასთან დაკავშირებული საქველმოქმედო ორგანიზაციები და ანალიტიკური ცენტრები დააფინანსოს

ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში აპირებს, ტრამპის მოძრაობასთან – „გახადე აშშ ისევ დიადი“ (Make America Great Again) დაკავშირებული საქველმოქმედო ორგანიზაციები და ანალიტიკური ცენტრები დააფინანსოს.

როგორ ბრიტანული გამოცემა წერს, ვაშინგტონი ამ გზით ეცდება ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის წინ წაწევას. სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი სარა როჯერსი დეკემბერში იმყოფებოდა ევროპაში და შეხვდა რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს. მათ შორის მოლაპარაკებები შედგა პარტია Reform UK-ის ლიდერთან, ნაიჯელ ფარაჯთან. სარა როჯერსი ასევე იმყოფებოდა პარიზში, რომსა და მილანში. „ფაინენშალ თაიმსი“ ამ ორგანიზაციებს, რომელთა წარმომადგენლებსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ევროპაში შეხვდა, ულტრამემარჯვენეებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათი შეხედულებები თანხვედრაშია აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციასთან, რომლის თანახმადაც, ევროპულ ცივილიზაციას განადგურების საფრთხე ემუქრება.

„ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, დაბნეულობას გამოიწვევს ვაშინგტონის მოკავშირეებს შორის, განსაკუთრებით კი ცენტრისტულ-მემარცხენე მთავრობებში, როგორებიც არიან ლეიბორისტები დიდ ბრიტანეთში, რომლებსაც შეაშფოთებთ, რომ აშშ-ის დაფინანსება მათი პოლიტიკის შერყევისთვის იქნება გამოყენებული“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.

გამოცემის ცნობით, ახალი პროგრამა გააგრძელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრაქტიკას, რაც ვაშინგტონის დღის წესრიგის წინ წასაწევად საჭირო პროექტების დაფინანსებას გულისხმობს. ეს პროექტები ფოკუსირებული იქნება ინიციატივებზე ლონდონში, პარიზში, ბერლინსა და ბრიუსელში.