ფაჩულიას შვიდი ქულა ატლანტასთან - დეტროიტმა აუტსაიდერთან წააგო [ვიდეო]
ფაჩულიას შვიდი ქულა ატლანტასთან - დეტროიტმა აუტსაიდერთან წააგო [ვიდეო]

დეტროიტ „პისტონსი“ რეგულარულ სეზონში არასტაბილურ თამაშს განაგრძობს. ამჯერად დეტროიტელებმა, საკუთარ დარბაზში, ლიგის ერთერთ აუტსაიდერთან, ატლანტა „ჰოქსთან“ 95:98 წააგეს. თამაშის განმავლობაში, მასპინძლები 17 ქულასაც აგებდნენ, თუმცა ბოლო მეოთხედში, მატჩს დაძაბულობა დაუბრუნეს და უკანასკნელი 2 წუთი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. დეტროიტელთა ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია, ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, 19 წუთში: 7 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა აქტივში. უჩვეულოდ დაბალ შედეგიანი შეხვდრა ჩაატარა ბლეიკ გრიფინმა, რომელმაც მხოლოდ 15 ქულის გაკეთება შესძლო. ანდრე დრამონდმა ორმაგი დუბლი გაიფორმა. ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრის ანგარიშზე, 13 ქულა და 15 მოხსნაა. დეტროიტი აღმოსავლეთ კონფერენციაში, მერვე ადგილამდე დაქვეითდა. დუეინ კესისი გუნდი, მომდევნო შეხვედრას, ისევ საკუთარ მოედანზე, ამჯერად, ვაშინგტონ „ვიზარდსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

საკუთარ მოედანზე წააგო. ოკლაჰომამ. „სითი თანდერი“ მინესოტა „ტიმბერვულვზთან“ დაძაბულ შეხვედრაში, 112:114 დამარცხდა. პირველი ტაიმის შემდეგ, დასავლეთ კონფერენციის ლიდერი, 10 ქულის სხვაობით ლიდერობდა. ოკლაჰომელებმა, მესამე მეოთხედი ჩააგდეს, რომელიც 17:33 დათმეს, რაც საბოლოო მარცხის მიზეზი გახდა. ბრწყინვალე ფორმაშია პოლ ჯორჯი. „სითი თანდერის“ ფორვარდმა, 31 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა. სამმაგი დუბლი შეასრულა, რასელ უესტბრუკმა. უკანახაზელმა, 23 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი გააკეთა. სტუმრებს, ენტონი უიგინსმა ულიდერა. კანადელის ნაგრიშზე 30 ქულა დაფიქსირდა.

ოკლაჰომა, ამ წაგების შემდეგ, მესამე ადგილზე ჩამოვიდა. ბილი დონოვანის გუნდს, გოლდენ სტეიტ „ვორიორზმა“ გადაასწრო, რომელმაც ამ ტურში, ლოს ანჯელესკლიპერსს“ ორი ქულის სხვაობით, 129-127 მოუგო. პირველ პოზიციაზე, დენვერ „ნაგეტსი“ იმყოფება.