Facebook-მა ტრამპთან დაკავშირებული კომპანიის გვერდი დახურა
Facebook-მა ტრამპთან დაკავშირებული კომპანიის გვერდი დახურა

​Facebook-მა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული კომპანიის გვერდი დახურა. საუბარია Cambridge Analytica-ზე, რომელიც 2016 წლის არჩევნებში ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარა.

ბრალდების მიხედვით, კომპანიამ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბს სოციალური ქსელის 230 მილიონი მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სკანდალში გაეხვა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრ კოგანი. მან შექმნა Facebook-ის აპლიკაცია, რომელსაც სოციალურ ქსელში პოსტების, პირადი მონაცემებისა და სხვა ადამიანების პოსტებზე რეაქციების მიხედვით მომხმარებელთა ფსიქოლოგიური პორტრეტი შედგენა შეეძლო.

ბრალდების მოხედვით, Cambridge Analyticam-მ ჯერ კიდევ 2015 წელს ეს მონაცემები მესამე პირს გადასცა, რაც Facebook-ის კონფიდენციალობის წესების დარღვევაა.

სოციალური ქსელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ Facebook-ის მოთხოვნოს შემდეგ მომხმარებელთა მონაცემები სრულად არ წაშალა. როგორც ცნობილია, Cambridge Analytica მჭიდროდ თანამშრომლობდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან. სანაცვლოდ კომპანიამ სოლიდური ანაზღაურება – 2,6 მილიონი დოლარი მიიღო. კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივენ ბენონი იყო.

აღსანიშნავია, რომ Cambridge Analytica აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმთანაც არის დაკავშირებული.