ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუსუფ ფოფანა რამდენიმე ევროპული გრანდის სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT

17:29, 23.11.2023

ერთდროულად რამდენიმე ევროპული ტოპ კლუბის მენეჯერი საფრანგეთის ნაკრებისა და „მონაკოს“ ნახევარმცველს, იუსუფ ფოფანას აკვირდება, – წერს ფაბრიციო რომანო.

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, გრანდები ელოდებიან, როდის ამოიწურება „მონაკოსთან“ ფოფანას კონტრაქტი, რომ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღების შემდეგ ხელსაყრელ ფასად შეიძინონ.

იუსუფ ფოფანას ხელშეკრულება კი ძალაში 2025 წლის იანვრამდეა. რომანო აღნიშნავს, რომ დაინტერესებულ კლუბებს შორის პსჟ არ მოიაზრება.

მიმდინარე სეზონში ფოფანამ „მონაკოს“ შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ის მიხედვით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

მსგავსი