ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაიან ბიუმო 70 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაიან ბიუმო 70 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ინგლისური „ბრენტფორდის“ 25 წლის თავდამსხმელი ბრაიან ბიუმო კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

გამოცემა „ათლეტიკი“ წერს, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 70 მილიონ ფუნტს გადაიხდის და მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის პირადი ხელშეკრულების დეტალებთან დაკავშირებით შეთანხმება რამდენიმე კვირის წინ შედგა. ბიუმო სხვა კლუბების წინადადებებს არ განიხილავდა.

კამერუნის ნაკრების ფეხბურთელმა გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში 20 გოლი გაიტანა.

ცოტა ხნის წინ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვულვზიდან“ 26 წლის ბრაზილიელი შემტევი მატეუშ კუნიაც დაიმატა.