ბოლო დროს მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს კარიერას. პარიზელებიც ემზადებიან მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დასახვედრად და დიდი ალბათობით, ყველაფერი ძალიან მალე გაოფიციალურდება.
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ 34 წლის ფეხბურთელმა პსჟ-სთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
„ლიონელ მესი პსჟ-ს შეუერთდება. მხარეები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც 2024 წლის ივნისში ამოიწურება. ფეხბურთელი სეზონში 35 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს მიიღებს. მესი პსჟ-ს შეთავაზებას დათანხმდა და უახლოეს საათებში პარიზში ჩავა“, – წერს ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის რეგულაციების გამო, კატალონიის „ბარსელონას“ არგენტინელი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება მოუწია. იტალიელი ჟურანლისტის გარდა, არაერთი გამოცემა წერს, რომ მესის დამატების შესახებ ფრანგული კლუბი ცოტა ხანში განაცხადებს.