მესიმ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა #1TVSPORT

14:27, 10.08.2021

ბოლო დროს მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს კარიერას. პარიზელებიც ემზადებიან მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დასახვედრად და დიდი ალბათობით, ყველაფერი ძალიან მალე გაოფიციალურდება.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ 34 წლის ფეხბურთელმა პსჟ-სთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

„ლიონელ მესი პსჟ-ს შეუერთდება. მხარეები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც 2024 წლის ივნისში ამოიწურება. ფეხბურთელი სეზონში 35 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს მიიღებს. მესი პსჟ-ს შეთავაზებას დათანხმდა და უახლოეს საათებში პარიზში ჩავა“, – წერს ფაბრიციო რომანო.

https://twitter.com/FabrizioRomano/status/1425034569368195084

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის რეგულაციების გამო, კატალონიის „ბარსელონას“ არგენტინელი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება მოუწია. იტალიელი ჟურანლისტის გარდა, არაერთი გამოცემა წერს, რომ მესის დამატების შესახებ ფრანგული კლუბი ცოტა ხანში განაცხადებს.

მსგავსი