ფაბრიციო რომანო - „ნაპოლიმ“ კონტრაქტი შესთავაზა კონტეს, რომელიც დე ლაურენტისის პროექტით აღფრთოვანებულია #1TVSPORT
„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, ანტონიო კონტე გახდება, რომელსაც ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა კონტრაქტი შესთავაზა, – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„„ნაპოლიმ“ ანტონიო კონტეს შეთავაზება გაუგზავნა 2027 წლის ივნისამდე მოქმედი კონტრაქტით, რომელშიც კლუბისთვის რეკორდული ხელფასია გათვალისწინებული.
ძირითადი დეტალები მომავალ კვირას განიხილება დე ლაურენტისთან, რომელიც ჯერ კიდევ ორშაბათს ნეაპოლში იქნება საჯარო ღონისძიებაზე.
კონტე ყოველთვის მზად იყო „ნაპოლიში“ სამუშაოდ და კლუბის პრეზიდენტის ამ პროექტით აღფრთოვანებულია“, – ამტკიცებს ფაბრიციო რომანო.