ფაბრიციო რომანო – მიქაუტაძე ესპანეთში შაბათს გაემგზავრება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალში“ ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატარნსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე „ვილიარეალმა“ გარიგება დაასრულა. ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში შაბათს გაფრინდება, კვირას კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. „ლიონი“ ამ ტრანსფერიდან 30 მილიონ ევროს მიიღებს. მიქაუტაძე განსაკუთრებული შენაძენია, რომელიც „ვილეარეალს“ სურდა, რადგან დოვბიკის ტრანსფერი არ შედგა“, – წერს ფაბრიციო რომანო.
მიქაუტაძემ ითამაშა „მეცში“, ბელგიურ „სერენში“, „ლიონში“, „აიაქსში“, იყო ბელგიის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თანაბომბარდირი გახდა (3 გოლი).
მიქაუტაძე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში გაიტანა გოლი. „ვილიარეალი“ ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
🚨🟡 Villarreal have sealed the deal to sign Georges Mikautadze, here we go! 🇬🇪
Flight booked on Saturday, medical on Sunday and €30m transfer fee to OL.
Mikautadze, the special signing wanted by Villarreal as Dovbyk deal was never done. @MatteMoretto 🤝🏻 pic.twitter.com/mA3mtdeJbL
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 29, 2025