ფაბრიციო რომანო - მამარდაშვილი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და კონტრაქტი 35 მილიონად გაფორმდება #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - მამარდაშვილი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და კონტრაქტი 35 მილიონად გაფორმდება #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი დღეს სამედიცინო შემოწმება გაივლის და ინგლისურ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს, „ვალენსია“ კი 35 მილიონ ევროს მიიღებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„გიორგი მამარდაშვილი დღეს „ვალენსიიდან“ „ლივერპულში“ გადასვლამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ახლა ხელშეკრულება 35 მილიონი ევროს საფასურად გაფორმდება, პლუს გათვალისწინებულია პუნქტი, რომლითაც ესპანელები თანხას გიორგის შემდეგი გაყიდვიდანაც მიიღებენ, მაგრამ მამარდაშვილი „ლივერპულს“ 2025 წლის ივლისში შეუერთდება. ამ სეზონში კი „ვალენსიაში“ დარჩება“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარით ბევრი ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე აქტიურად მოლაპარაკებებში „ლივერპული“ ჩაერთო.