ფაბრიციო რომანო - „ლივერპული“ მამარდაშვილს პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა #1TVSPORT
„ლივერპული“ „ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენას აპირებს და კლუბს წინადადებით მიმართა, ხოლო ქართველს პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა, – ინფორმაციას ისევ ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„გავრცელებული ცნობებით, „წითლები“ „ვალენსიასთან“ აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომლის მიხედვითაც, მამარდაშვილთან ინგლისელები ხელშეკრულებას გააფორმებენ, მაგრამ შემდეგ იჯარით სხვაგან გაუშვებენ“, – ამის შესახებ Thisisanfield-ი წერს.
„Merseyside-ის ჟურნალისტებმა დაადასტურეს კლუბის ინტერესი, თუმცა არის განსხვავებები, როდესაც საქმე გარიგებას ეხება. მამარდაშვილი ბოლო ორ-ნახევარი სეზონის განმავლობაში „ვალენსიის“ პირველი მეკარეა, ესპანელებს კი ქართული კლუბიდან, „დინამო თბილისიდან“ 2021 წელს შეუერთდა. წლის დასაწყისში მან მოხსნა „ვალენსიის“ ყველა დროის რეკორდი და ლა ლიგის ზედიზედ 69 მატჩი ჩაატარა.
რამდენად რეალურია ინგლისელთა ინტერესი? ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება უფრო ახლოსაა, ვიდრე ინგლისური წყაროები ამტკიცებენ. „ლივერპულთან“ დაახლოებული პირები ამბობენ, რომ კლუბი უბრალოდ აკონტროლებს მამარდაშვილს პოტენციურ ტრანსფერამდე, მაგრამ „ვალენსიის“ წყაროები მიუთითებენ, რომ მამარდაშვილი უკვე დათანხმდა გარიგებას, თუ ორი კლუბი საბოლოოდ შეთანხმდება.
ევროს ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს პორტუგალიასთან 2:0 გამარჯვების ITV-ში გაშუქებისას „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა, ანგე პოსტეკოღლუმ ქართველი მეკარე შეაქო.
„მამარდაშვილი გამორჩეული კიპერია, მას „ვალენსიაში“ კარგი სეზონი ჰქონდა და როდესაც ასეთი მეკარე გყავს, ეს გუნდს აძლიერებს“, – თქვა პოსტეკოღლუმ.
Anfield Watch-თან საუბრისას „დინამო თბილისის“ ყოფილმა და „გენტის“ ამჟამინდელმა სკაუტმა, მიხა გაბეჩავამ მამარდაშვილის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა: „მამარდაშვილის კარში ყოფნა დაცვას გაცილებით მეტ თავდაჯერებულობას ანიჭებს. შესაბამისად, მათ საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად ითამაშონ““, – ეს კი ნაწყვეტია Thisisanfield-ის წერილიდან.