ფაბიო კაპელო - რეალის ფეხბურთელები თამაშის ნაცვლად ხიზილალაზე ფიქრობდნენ
ფაბიო კაპელო - რეალის ფეხბურთელები თამაშის ნაცვლად ხიზილალაზე ფიქრობდნენ

„მადრიდელები თამაშზე კი არა, ხიზილალაზე ფიქრობდნენ“ – ასე სარკასტულად შეაფასა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე -2 ტურში, მოსკოვში ცსკა-სთან მადრიდის „რეალის“ წაგება სამეფო კლუბის ყოფილმა მწვრთნელმა – ფაბიო კაპელომ.

მისი აზრით, „სამეფო კლუბმა” მოწინააღმდეგე სათანადოდ ვერ შეაფასა და რაც მთავარია, იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მადრიდელები თამაშზე ნაკლებად ფიქრობდნენ.

„- მე ვფიქრობ, რომ  ჯულენ ლოპეტეგიმ თავისი ფეხბურთელებამდე „მისვლა“ ვერ მოახერხა. გუნდმა მოსკოველები ვერ დააფასა. ისინი ჩავიდნენ რუსეთში და ფიქრობდნენ ხიზილალაზე, რომელიც სახლებში უნდა წაეღოთ და არა ფეხბურთზე” – ამბობს კაპელო sport-express.ru-თან.

მადრიდის „რეალმა“ გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსკოვში, ცსკა-სთან 0:1 დამარცხდა.