ეზიდთა თემი „კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს აღნიშნავს
ეზიდთა თემი „კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს აღნიშნავს

ეზიდთა თემი „კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს აღნიშნავს. „კლოჩე სარე სალე“ განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა. ამ დღესასწაულს ეზიდები მარტში რამდენიმე დღის მანძილზე, სხვადასხვა ტრადიციული საოჯახო რიტუალით აღნიშნავენ, აცხობენ ერთ დიდ ნამცხვარს და ბევრ პატარა ქადას.

წლევანდელი დღესასწაული პანდეემის გამო მრევლის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. ეზიდთა თემს საქართველოში დღესასწაული რელიგიის საკითხთა სააგენტომ მიულოცა.

მილოცვაში ნათქვამია: „დღეს საქართველოში, სომხეთსა და რუსეთში მცხოვრები ეზიდები გაზაფხულის დადგომას – „კლოჩე სარე სალეს“ აღნიშნავენ. ეს უძველესი სახალხო დღესასწაული განახლების, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ეზიდ თანამოქალაქეებს დღესასწაულს ულოცავს“.