ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე საქართველოს ოფიციალური ჟიურის ვინაობა ცნობილია

ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე საქართველოს ოფიციალური ჟიურის ვინაობა ცნობილია.

საერთაშორისო ჟიურის 200 წევრთან ერთად საქართველოს სახელით ქულებს ხათუნა კობერიძე, ლადო ტატიშვილი, მარიკო ლეჟავა, ბორის შხიანი და ლევან აბშილავა დაწერენ.

ჟიურის წევრები კონკურსანტებს ოთხი ძირითადი ასპექტით აფასებენ: ვოკალი, პერფორმანსი, სიმღერა და ნომრის საერთო შთაბეჭდილება.

ჟიურის თითოეული წევრი ყველა ქვეყანას აფასებს, გარდა საკუთარი ქვეყნისა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა – 16 წლის ჟიურის წევრი მალტიდანაა, ხოლო ყველაზე ხანდაზმული – 82 წლის ხორვატიიდან. 205 წევრისგან შემდგარი ჟიურის საშუალო ასაკი 41 წელია. ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის მონაწილეებს 96 ქალი და 109 მამაკაცი შეაფასებს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ჟიურის როლი 50%-იანია და ის ტელემაყურებლის ხმებთან ერთად ჯამდება.