ევროვიზიის ქართველი მონაწილეების კლიპის პრემიერა - „ირიაოს“ „შენი გულისთვის“

პირველი არხის ეთერში ევროვიზიის ქართველი მონაწილეების, ჯგუფ „ირიაოს“ საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა შედგა.

საქართველოს ევროკონკურსზე  ჯაზბენდიირიაო“ სიმღერით – „შენი გულისთვის“ 10 მაისს წარადგენს.

სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი, ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა საგურამოში, ისტორიული ლოკაცია – პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში „ირიაოს“ წევრებთან ერთად, ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებიც მონაწილეობენ.

კლიპი ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზეც აიტვირთება.

დატოვე კომენტარი