ევროვიზიის ოფიციალურ YouTube-გვერდზე თორნიკე ყიფიანის სიმღერამ ერთ დღეში 139 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა
ევროვიზიის ოფიციალურ YouTube-გვერდზე თორნიკე ყიფიანის სიმღერამ ერთ დღეში 139 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა

ევროვიზიის ოფიციალურ Youtube-გვერდზე თორნიკე ყიფიანის სიმღერამ ერთ დღეში 139 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, რადგან ქართველ შემსრულებელს ევროვიზიის ოფიციალურ YouTube-გვერდზე 24 საათში ამ რაოდენობის ნახვა აქამდე არ ჰქონია. ვიდეოს ამ დროისათვის 7,200-ზე მეტი მოწონება აქვს. საქართველოში კი YouTube-ზე აღნიშნული ვიდეო არის ტრენდებში და მე-2 ადგილს იკავებს.

ბუქმეიკერების ვებგვერდზე საქართველო 41 ქვეყანას შორის ჯერჯერობით მე-13 ადგილზეა.

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერისა – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) და ვიდეოს პრეზენტაცია საქართველოს პირველი არხის დილის გადაცემა „ახალი დღის“ ეთერში 3 მარტს შედგა.

სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად, მისი ბექვოკალია.

თორნიკე ყიფიანის სიმღერაზე გადაღებული ვიდეო განთავსდა ასევე ვებგვერდზე: Eurovision.tv

ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.