ევროვიზიის მონაწილე ჯგუფ „ირიაოს“ კლიპს საგურამოში იღებენ - ფოტოამბავი
ევროვიზიის მონაწილე ჯგუფ „ირიაოს“ კლიპს საგურამოში იღებენ - ფოტოამბავი

ევროვიზიის წლევანდელი კონკურსის ქართველი მონაწილე ჯგუფ „ირიაოს“ კლიპის გადაღებები საგურამოში მიმდინარეობს.

ირიაოს“ სიმღერაზე „შენი გულისთვის“ ვიდეორგოლს რეჟისორი ზაზა ორაშვილი იღებს. ვიდეორგოლში ჯგუფ „ირიაოსთან“ ერთად „ერისიონის“ მოცეკვავეებიც იღებენ მონაწილეობას.

ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროვიზიაზე ქართული სიმღერა შესრულდება.

ვიდეორგოლის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში პირველი არხის ეთერში შედგება.

ასევე, ზაზა ორაშვილი იზრუნებს ჯგუფ „ირიაოს“ გამოსვლის სასცენო ვერსიაზეც, რომელსაც მაყურებელი უკვე 10 მაისს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში შეაფასებს.

ჯგუფ „ირიაოს“ ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის „შენი გულისთვის“ ვიდეორგოლის კოსტიუმების დიზაინერი მეგი გაბუნიაა. დიზაინერმა გადაღებისთვის ხუთი განსხვავებული კოსტიუმი შეკერა.

ფოტო – ირაკლი გედენიძე