ევროვიზიის ფინალი დღეს გაიმართება
ევროვიზიის ფინალი დღეს გაიმართება

პირველი არხი დღეს ევროვიზია 2018-ის ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას შემოგთავაზებთ.

ევროვიზიის ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ ფინალში ვერ გადავიდა. „ირიაომ“ მეორე ნახევარფინალში შეასრულა სიმღერა – „შენი გულისთვის.

ევროვიზია 2018-ის ფინალში მაყურებლის წინაშე წარდგებიან: სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია და ჰოლანდია, ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია. ნახევარფინალების მეშვეობით შერჩეულ ამ ქვეყნებს უერთდებიან დიდი ხუთეულის ქვეყნები – დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი, ასევე გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი – ამ შემთხვევაში, პორტუგალია.

ფინალში ხმის მიცემა შეუძლია 43-ვე ქვეყანას, რომელიც ევროვიზია 2018-ში მონაწილეობს.