ევროვიზიის 66-ე მუსიკალურ კონკურსს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს
ევროვიზიის 66-ე მუსიკალურ კონკურსს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს

ევროვიზიის 66-ე მუსიკალურ კონკურსს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს.

ტურინი 17 იტალიურ ქალაქს შორის შეირჩა.

იტალიამ 2022 წელს მუსიკალური კონკურსის მასპინძლობის უფლება მიმდინარე წლის ევროვიზიაზე იტალიური ჯგუფ Måneskin-ის გამარჯვებით მოიპოვა.

ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის ფინალი 2022 წლის 14 მაისს იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს დახურულ არენაზე „პალაოლიმპიკოზე“ გაიმართება, ნახევარფინალები კი, 10 და 12 მაისს ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორები იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი „რაი“ და ევროპის მაუწყებელთა კავშირი EBU იქნებიან.

იტალია 1991 წლის შემდეგ ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს პირველად მასპინძლობს.