ევროვიზიის 2018 წლის ფინალთან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის საელჩო სიმღერის კონკურსს ატარებს 
ევროვიზიის 2018 წლის ფინალთან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის საელჩო სიმღერის კონკურსს ატარებს 

ევროვიზიის 2018 წლის ფინალთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წლის 12 მაისს ლისაბონში ჩატარდება, საქართველოში საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ატარებენ სიმღერის კონკურსს.

მონაწილეები ჟიურის წინაშე ფრანგული მუსიკალური ჯგუფის Madame Monsieur სიმღერას Mercy შეასრულებენ, რომლითაც საფრანგეთი ევროვიზია 2018-ზე წარდგება.

კონკურსი ჩატარდება სამშაბათს, 2018 წლის 24 აპრილს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. დასწრება თავისუფალია. მთავარი პრიზი: მოგზაურობა ლისაბონში ორი პერსონისთვის ევროვიზია 2018-ის ფინალზე დასასწრებლად.