„ევროვიზიაზე“ დიდ ბრიტანეთს 22 წლის მაიკლ რაისი წარადგენს

„ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 64-ე კონკურსზე დიდ ბრიტანეთს 22 წლის მომღერალი მაიკლ რაისი წარადგენს. „უფრო დიდი ვიდრე ჩვენ“ (Bigger Than Us) – ასე ჰქვია ახალგაზრდა მომღერლის სიმღერას, რომლითაც ის ექსპო თელ-ავივის სცენაზე დიდი ბრიტანეთის სახელით წარდგება.

ახალგაზრდა მომღერალი ტელეკომპანია „ბი ბი სი-მ“ შიდაშესარჩევი კონკურსის წესით, გადაცემაში „შენ წყვეტ“ (You Decide) შეარჩია.

ქვეყნის წარმომადგენელი ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე 100%-ით ხალხის ხმებით გამოვლინდა და პროცენტულ გადანაწილებაში ჟიურის როლი ნულოვანია.

შეგახსენებთ, „ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16 მაისს, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება.