ევროვიზია 2024-ში 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას
ევროვიზია 2024-ში 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას

ევროვიზია 2024-ში, რომელიც 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება, 37 ქვეყნის მაუწყებელი მიიღებს მონაწილეობას.

ევროვიზია 2024-ის მონაწილეები არიან: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.

სიმღერის რიგით 68-ე კონკურსის სლოგანი იქნება United By Music | „მუსიკით გაერთიანებული“ .

შვედეთმა მასპინძლობის უფლება ევროვიზია 2023-ზე გამარჯვებით მოიპოვა, რომელსაც მომღერალი Loreen-ი სიმღერით Tatto წარადგენდა. ამით შვედეთი გამარჯვებების რაოდენობით ევროვიზიის რეკორდსმენი გახდა. მალმემ ბოლოს ევროვიზიას 2013 წელს უმასპინძლა, პირველად კი – 1992 წელს.

კონკურსს წელს ლუქსემბურგი უბრუნდება, რომელიც ბოლოს ევროვიზიაზე 1993 წელს წარდგა.