ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული შვედეთი გახდა

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული ქვეყანა შვედეთი გახდა – Loreen სიმღერით Tattoo, რომელმაც, ჯამში, 583 ქულა მიიღო. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.

აღსანიშნავია, რომ Loreen ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული მეორედ გახდა. მან პირველი გამარჯვება ევროვიზიაზე 2012 წელს მოიპოვა.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა ბელგიას ერგო, რომელიც მეშვიდე ადგილზე გავიდა.

საქართველოდან ჟიურის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან ფინალში 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა: ავსტრია, პორტუგალია, შვეიცარია, პოლონეთი, ჩეხეთი, სერბეთი, კვიპროსი, შვედეთი, ალბანეთი, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ბელგია, სომხეთი, მოლდოვა, ნორვეგია, ლიეტუვა, ისრაელი, სლოვენია და ჩეხეთი.

ევროვიზიის ფინალში, 20 ფინალისტთან ერთად, გამარჯვებისთვის „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი და წინა წლის გამარჯვებული უკრაინა იბრძოდნენ.

საქართველოს წარმომადგენელი ირუ კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. მომღერალი კონკურსის მეორე ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე სიმღერით Echo წარდგა.

2023 წლის ევროვიაზიაზე, წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში.

ფინალურ შოუზე კი, ხალხთან ერთად, ჟიურიც მონაწილეობდა ხმის მიცემაში.

ფინალური შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

ევროვიზიის კონცერტების პირდაპირი ტრანსლაცია მაყურებელს საქართველოს პირველმა არხმა შესთავაზა.