ევროვიზია 2018-ზე საქართველოს ჯგუფი “ირიაო” წარადგენს
ევროვიზია 2018-ზე საქართველოს ჯგუფი “ირიაო” წარადგენს

ევროვიზია 2018-ზე საქართველოს ჯგუფი “ირიაო” წარადგენს. ჯგუფის მუსიკალური ხელმძღვანელი კომპოზიტორი დავით მალაზონია გახლავთ, რომელიც 15 წლის განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა.

ჯგუფი ასრულებს უნიკალურ მუსიკას, რომელიც ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ნაზავია. ჯგუფის დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ითვლება ერთ-ერთ პირველ ქართველ კომპოზიტორად, რომელმაც გააერთიანა ეს ორი ჟანრი. ის 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრისათვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისათვის. მისივე ინიციატივით დაარსდა ანსამბლი და მათ დებიუტს 2013 წელს დამსახურებული აღიარება მოჰყვა.

ევროპული მუსიკის კონკურსი მაისში პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჩატარდება.