ევროვიზია 2018-ის ქართველი მონაწილეების კლიპის პრემიერა ხვალ პირველი არხის ეთერში გაიმართება
ევროვიზია 2018-ის ქართველი მონაწილეების კლიპის პრემიერა ხვალ პირველი არხის ეთერში გაიმართება

ევროვიზიის ქართველი მონაწილეების საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა პირველი არხის ეთერში ხვალ, 18:30 საათზე, საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” დასრულებისთანავე გაიმართება.

ეთნო ჯაზ ბენდი “ირიაო” საქართველოს ევროკონკურსზე სიმღერით “შენი გულისთვის” 10 მაისს წარადგენს. სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა. არანჟირება მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი, ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად, რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა საგურამოში, ისტორიული ლოკაცია, პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში “ირიაოს” წევრებთან ერთად ანსამბლ “ერისიონის” მოცეკვავეებიც მონაწილეობენ.

ასევე, კლიპი ხვალ ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზეც აიტვირთება.