ევროტურნირების დაწყებამდე ბათუმის „დინამომ“ პორტუგალიელი მეკარე დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ კიდევ ერთი ახალწვეული წარადგინა – კლუბის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ჩემპიონი პორტუგალიელი მეკარით გაძლიერდა.
ბათუმის „დინამოს“ ღირსებას 25 წლის მეკარე რიკარდო სილვა დაიცავს. იგი ბოლოს პორტუგალიის ლიგა 2-ის „ტონდელაში“ თამაშობდა, დასრულებულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში 28 მატჩში ჩაატარა.
სილვა თამაშობდა „პორტუს“ აკადემიაში. 2022 წელს „სანტა კლარაში“ გადავიდა, ერთი წლის შემდეგ პორტუგალიის მეორე ლიგის კლუბ „მორეირენშესთან“ გააფორმა ხელშეკრულება, 2023 წლის ივლისიდან კი „ტონდელას“ ღირსებას იცავდა.