ევროტურნირების 1/4-ფინალებში 6 იტალიური გუნდი ითამაშებს, ინგლისს 4 წარმომადგენელი ეყოლება, ბელგიას - 3 #1TVSPORT
სამივე ევროტურნირზე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი და მეოთხედფინალში ყველაზე მეტი წარმომადგენლობა იტალიას ეყოლება. ამ ქვეყნიდან ერთადერთი გუნდი, რომელმაც 1/4-ფინალში ვერ გააღწია, რომის „ლაციოა“ – იგი კონფერენციის ლიგაზე ორი მატჩის ჯამში ნიდერლანდურ „ალკმაართან“ დამარცხდა.
ევროთასების მეოთხედფინალებში წარმომადგენლობა ქვეყნების მიხედვით:
იტალია (6) – ნაპოლი, მილანი, ინტერი (ჩემპიონთა ლიგა), იუვენტუსი, რომა (ევროპის ლიგა), ფიორენტინა (კონფერენციის ლიგა)
ინგლისი (4) – მანჩესტერ სიტი, ჩელსი (ჩემპიონთა ლიგა), მანჩესტერ იუნაიტედი (ევროპის ლიგა), ვესტ ჰემი (კონფერენციის ლიგა)
ბელგია (3) – უნიონ სტ. ჯილი (ევროპის ლიგა), გენტი, ანდერლეხტი (კონფერენციის ლიგა)
გერმანია (2) – ბაიერნი (ჩემპიონთა ლიგა), ლევერკუზენი (ევროპის ლიგა)
ესპანეთი (2) – რეალი (ჩემპიონთა ლიგა), სევილია (ევროპის ლიგა)
ნიდერლანდები (2) – ფეიენოორდი (ევროპის ლიგა), ალკმაარი (კონფერენციის ლიგა)
პორტუგალია (2) – ბენფიკა (ჩემპიონთა ლიგა), სპორტინგი (ევროპის ლიგა)
საფრანგეთი (1) – ნიცა (კონფერენციის ლიგა)
შვეიცარია (1) – ბაზელი (კონფერენციის ლიგა)
პოლონეთი (1) – ლეხი (კონფერენციის ლიგა)