ევროსეზონიდან საქართველო ხუთ მილიონამდე მიიღებს - ყველაზე მეტი ბათუმის „დინამომ“ და „საბურთალომ“ გამოიმუშავეს #1TVSPORT
ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გაუცრუეს იმედები. ამით მათ არა მხოლოდ მორალური მარცხი განიცადეს, არამედ, ფინანსურად გაძლიერების შანსიც დაკარგეს.
ევროსეზონი საქართველოსთვის ივლისში დაიწყო და ივლისშივე დასრულდა. გუნდები ორ ევროპულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ – ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა და ბრატისლავას „სლოვანთან“ წაგების შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც „დინამო თბილისი“ „საბურთალო“ და გორის „დილა“ თამაშობდნენ.
აქვე ვიტყვით, რომ დაბალი რეიტინგის გამო, საქართველოს წარმომადგენელი აღარ ჰყავს უეფა-ს რანგით მეორე ტურნირზე, ევროპის ლიგაზე, სადაც ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ყველაზე მეტი შემოსავლებია.
ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის პრემიები
ქართული გუნდებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი ბათუმის „დინამომ“ მიიღო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის 280 000 ევროსთან ერთად 260 ათასსაც მიიღებს, პლუს კონფერენციათა ლიგის მეორე შესარჩევი ეტაპის გადალახვისთვის – 350,000 ევროს. ანუ ჯამში 890 ათას ევროს. ჩემპიონმა საქართველოში დააახლოებით 2,460 მილიონი ლარი შემოიტანა.
შემოსავლებით მეორე ადგილზეა „საბურთალოა“, რომელიც ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც ევროტურნირის პირველ ეტაპზე გაიმარჯვა. ამისთვის თბილისელები მიიღებენ 500 ათას ევროს – კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის 150,000 ევრო დაერიცხება, ხოლო ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლისთვის – 350,000 ევროს. არადა, „სტიაუასთან“ მოგება და მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა კლუბის ბიუჯეტს კიდევ 550,000 ევროთი გაამდიდრებდა. ჯამში „საბურთალომ“ გამიმუშავა დაახლოებით 1,38 მილიონი ლარი.
ყველაზე ცოტა შემოსავალს „დინამო თბილისი“ და გორის „დილა“ დასჯერდნენ – 150-150 ათას ევროს, რადგან კონფერენს ლიგის მხოლოდ პირველ ეტაპზე ითამაშეს. ჯამში ქართულმა გუნდებმა საქართველოში ევროსეზონიდან 1,68 მილიონი ევრო (დააახლოებით 4,673 მილიონი ლარი) შემოიტანეს.
ქართული გუნდების ევროშემოსავლები
ბათუმის „დინამო“ 890 ათასი ევრო
„საბურთალო“ 500 ათასი ევრო
„დინამო თბილისი“ 150 ათასი ევრო
გორის „დილა“ 150 ათასი ევრო
ჯამში 1,69 მილიონი ევრო
თუმცა, ეს ზღვაში წვეთია, რაშიც ევროტურნირების საპრიზო ფონდები მეტყველებს
ჩემპიონთა ლიგა
ყველა ეროვნული ჩემპიონი, ვინც არ გაივლის ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მიიღებს 260,000 ევროს, პლუს თითოეულ შესარჩევ ტურში მონაწილეობისთვის – შესაბამის თანხას.
პირველი – საკვალიფიკაციო ეტაპი 280 000 ევრო
მეორე – საკვალიფიკაციო ეტაპი 380 000 ევრო
მესამე – შესარჩევი რაუნდი 480 000 ევრო
ჯგუფში მოხვედრა – 15,640 მლნ ევრო
მოგება – 2,8 მლნ ევრო
ფრე – 900,000 ევრო
ევროპის ლიგა
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი – 240 000 ევრო
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი – 260 000 ევრო
მესამე – საკვალიფიკაციო ეტაპი 280 000 ევრო
პლეი-ოფი 300 000 ევრო
ჯგუფში მოხვედრა – 3,630 მლნ ევრო
მოგება – 630 000 ევრო
ფრე – 210,000 ევრო
კონფერენს ლიგა
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი – 150,000 ევრო
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი – 350,000 ევრო
მესამე – საკვალიფიკაციო ეტაპი 550,000 ევრო
პლეი ოფი – 750,000 ევრო
ჯგუფში მოხვედრა – 2,940 მლნ ევრო
მოგება – 500,000 ევრო
ფრე – 166,000 ევრო