ევროსაბჭოში ნიდერლანდების წარმომადგენელი - მხარს ვუჭერთ საქართველოს თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში
ევროსაბჭოში ნიდერლანდების წარმომადგენელი - მხარს ვუჭერთ საქართველოს თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში

საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელებული ადამიანის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას და ზოგადად, საქართველოს თავმჯდომარეობას, – ამის შესახებ ევროსაბჭოში ნიდერლანდების მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, როლანდ ბოკერმა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვფიქრობ, ჩემს მოლოცვებს ნახევარი წლის შემდეგ გეტყვით, თუმცა დღეს მინდა გითხრათ, მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საქართველო, ჩემი ქვეყნის მსგავსად, ევროსაბჭოს ერთ-ერთი პატარა წევრია, თუმცა ის ერთ-ერთი შედარებით ახალი წევრიცაა. ეს საქართველოს პირველი თავმჯდომარეობაა ორგანიზაციაში. ეს უნდა იყოს ნამდვილი გამოწვევა საქართველოსთვის, თუმცა ის ნიშნები, რაც აქამდე ვნახეთ, ძალიან პოზიტიურია. საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელებული ადამიანის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას და მხარს ვუჭერთ ზოგადად საქართველოს თავმჯდომარეობას“, – განაცხადა როლანდ ბოკერმა.

საქართველო დღეიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს საფრანგეთის მხრიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები სტრასბურგში გადაეცა.