ევროსაბჭოში ლატვიის წარმომადგენელი - აშკარაა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა იქნება წარმატებული, შეგიძლიათ, დარწმუნებულები იყოთ წევრი ქვეყნების მხარდაჭერაში
ევროსაბჭოში ლატვიის წარმომადგენელი - აშკარაა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა იქნება წარმატებული, შეგიძლიათ, დარწმუნებულები იყოთ წევრი ქვეყნების მხარდაჭერაში

შეგიძლიათ, დარწმუნებულები იყოთ ჩვენსა და წევრი ქვეყნების სრულ მხარდაჭერაში, – ამის შესახებ ევროსაბჭოში ლატვიის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, ივარს პუნდურსმა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მახსოვს, როდესაც თითქმის 20 წლის წინ ლატვიამ ევროსაბჭოს პრეზიდენტობა პირველად გადმოიბარა. ამიტომ დამიჯერეთ, მე მჯერა ამის მნიშვნელობა. ასევე აშკარაა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა იქნება წარმატებული, რადგან ჩვენ ვიყავით ამ მზადების თვითმხილველები, ჩვენ ვიცით ის პრიორიტეტები, რომლებიც მთელი ორგანიზაციის წინსვლას უზრუნველყოფს. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ, დარწმუნებულები იყოთ ჩვენსა და წევრი ქვეყნების სრულ მხარდაჭერაში. წარმატებები თქვენ“, – განაცხადა ივარს პუნდურსმა.

საქართველო დღეიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს საფრანგეთის მხრიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები სტრასბურგში გადაეცა.