ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი - მისალოცია, რომ მშვიდობიანად გაიმართა არჩევნები, რაც ყოველთვის არ ხდება
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი - მისალოცია, რომ მშვიდობიანად გაიმართა არჩევნები, რაც ყოველთვის არ ხდება

მისალოცია, რომ მშვიდობიანად გაიმართა არჩევნები, რაც ყოველთვის არ ხდება ხოლმე, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ტინი კოქსიმ განაცხადა, რომელიც საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.

დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, „საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო თავისუფალი არჩევნები, რაც მართლაც რაღაცას ნიშნავს“.

„გუშინდელი არჩევნები გაიმართა იმ ქვეყანაში, სადაც უკვე დაიწერე ადრეც ისტორია ამომრჩევლებისგან, მაგრამ არ არის აუცილებელი მაინცდამაინც გამოცდის ჩაბარება ამის მისაღწევად. თქვენს პოლიტიკოსებს ვალდებულება ეკისრებათ თქვენი, ანუ მოქალაქეების მიმართ, რომ დაიცვან კონსტიტუცია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გამართონ და ამით უკვე საქართველო პროგრესისკენ წაიყვანონ, რადგან ევროპის საბჭოს მიმართ აღებული აქვს ვალდებულება საქართველოს რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გამართოთ. ჩვენ ვაკვირდებით იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებს არჩევნები იმ კრიტერიუმებს, რომელზეც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით. საბოლოო ჯამში კი, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო თავისუფალი არჩევნები, რაც მართლაც რაღაცას ნიშნავს. ჩვენ ბევრ არჩევნებზე ვიყავით დამკვირვებლები და ბევრი არჩევნების შედეგად იდებოდა დასკვნები, რომ არ იყო თავისუფალი“, – განაცხადა კოქსიმ.

სამართლიანობას რაც შეეხება, კოქსის თქმით, გუშინდელი არჩევნები უსამართლო არ იყო, თუმცა ბევრ ასპექტს გაუმჯობესება სჭირდება.

„სამართლიანობას რაც შეეხება, ვერ ვიტყვით რომ არ იყო სამართლიანი, მაგრამ ვიტყოდი იმას, რომ გაუმჯობესება ბევრი ასპექტით არის საჭირო. აი, მაგალითად, მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა და ასევე როდესაც არ არის მკაფიო ხაზი გავლებული მმართველობასა და მმართველ პარტიას შორის, ეს არის მართლაც ძალიან სერიოზული პრობლემა და ეს ეხება მცირე პარტიებს და მოქალაქეებს. კიდევ ერთი ელემენტი, რასაც მე ხაზს ხშირად ვუსვამ ხოლმე. ის ფაქტი, რომ თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, არადა ქვეყანა ღარიბია და ლიმიტი არ არის დაწესებული, რამდენიც შეგიძლიათ, იმდენი შეგიძლიათ დახარჯოთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ეს საფრთხეს ქმნის. შესაბამისად, ევროპის საბჭო და ოდირი სთხოვს და ხშირად ითხოვს, რომ დადგინდეს გარკვეული ფარგლები, ჩარჩო, დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საიდან მოდის ეს თანხა და როგორ იხარჯება და რაღაც დონეს არ გადააჭარბებს, ესეც უნდა იცოდეს. საბოლოო ჯამში მისალოცია ის, რომ მშვიდობიანად გაიმართა არჩევნები, რაც ყოველთვის არ ხდება ხოლმე, მაგრამ მაინც ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი სამართლიანობის კუთხით, – განაცხადა კოქსიმ.