ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სესიაზე ერთ-ერთ საკითხად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს განიხილავენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სესიაზე ერთ-ერთ საკითხად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს განიხილავენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სესიაზე ერთ-ერთ საკითხად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს განიხილავენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 25 იანვარს გაიხსნება და მომხსენებელ ტინი კოქსის ანგარიშს დეპუტატები სესიის პირველივე დღესვე მოისმენენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პირველ დღეს ასევე ისაუბრებენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებაზე, ბელარუსში არსებულ ვითარებაზე, ყარაბაღის ომის შემდეგ არსებულ ვითარებაზე, დროებით ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე, ასევე უკრაინაში ეთნიკური უმცირესობების ენების საკითხზე.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარული სესია 28 იანვარს დაიხურება.