ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა ნაწილმა, მათ შორის საქართველომ, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა ნაწილმა, მათ შორის საქართველომ, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა ნაწილმა, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრა.

სტრასბურგში მიმდინარე სესიაზე აღნიშნული ინიციტივით უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ დელეგაციის თავმჯდომარე, დეპუტატი მარია მეზენცევა გამოვიდა.

მეზენცევმა ამის არგუმენტად მოიყვანა ის, რომ რუსეთი განაგრძობს ადამიანის უფლებების დარღვევას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამრიგად არღვევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას.

რუსეთის დელეგაციის უფლებამისილების გასაჩივრებას მხარი დაუჭირა ასამბლეის 38-მა წევრმა, წინააღმდეგ წავიდა 61, ხოლო 51-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

რუსეთის უფლებამოსილების გასაჩივრებას ხუთი ქვეყნის დელეგაციის წევრებმა დაუჭირეს მხარი, მათ შორის იყო საქართველოც.

შესაბამისად, პროცედურის მიხედვით, ეს საჩივარი გადაეგზავნა ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს, რომელიც 24 საათში ამ საკითხზე ანგარიშს მოამზადებს.

რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების გასაჩივრების საკითხის განხილვას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხუთშაბათს დაუბრუნდება.